Accentnews.ge
ოკუპირებულ სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობაში სასტუმრო "პრეზიდენტის" გახსნა იგეგმება

ოკუპირებულ სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობაში სასტუმრო "პრეზიდენტის" გახსნა იგეგმება

11/10/2023 11:16:58 კონფლიქტები

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობაში სასტუმრო "პრეზიდენტის" გახსნა იგეგმება. ამის შესახებ დე ფაცტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, ინვესტიცია ჩადონ მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. დაინიშნა ექსპერტიზა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის აღდგენა, თუ მისი დანგრევა მოგვიწევს. მოვა ექსპერტიზის პასუხი და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ. ვფიქრობ, პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა მან.

ბჟანიას ინიციატივას გამოეხმაურა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჩვენი დედაქალაქი“.

"მიუღებელია ომში გამარჯვების სიმბოლოს გადაქცევა სხვა საინვესტიციო ობიექტად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S