ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული
13/10/2023 07:49:12 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან კეკლუცობის პოლიტიკითაა დაკავებული.
„ახალი არ არის, როცა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურას რუსეთი იყენებს. ამის მცდელობა ჰქონდა, ექნება და გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხისტი პასუხი არ იქნება ხელისუფლებისგან. იმის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ყველგან საერთაშორისო არენაზე აყენებდეს ამ საკითხს, ვხედავთ, რომ ჩუმად არის და კეკლუცობის პოლიტიკითაა რუსეთთან დაკავებული. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციას ურჩია გაჩუმება იმის ნაცვლად, რომ თვითონ დააყენონ საკითხი“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.


