Accentnews.ge
ირაკლი ბერაია: ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს

ირაკლი ბერაია: ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს

13/10/2023 08:36:18 პოლიტიკა

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს.

როგორც ბერაიამ თავდაცვის კომიტეტზე განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო პოლიტიკას აგრძელებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას, რაც წარმოადგენს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ, უხეშ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ბერაიამ.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S