Accentnews.ge
რუდენკო: "თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება"

რუდენკო: "თბილისში ახალი კულტურის ცენტრი არ გაიხსნება"

11/12/2019 16:02:48 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ირწმუნება, რომ თბილისში ახალი რუსული კულტურის ცენტრი არ გაიხსნება. 

„რაიმე ახალი არ გაიხსნება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მუშაობდა მშვიდად ამ ხნის განმავლობაში. ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S