მოსამართლეები, რომლებიც არ იზიარებენ კოლეგების ხედვას პრეზიდენტის და "ოცნების" დავაში
16/10/2023 10:58:30 პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრა წევრიგან სამს მოსამართლეს აღმოაჩნდა განსხვავებული აზრი მმართველი გუნდისა და პრეზიდენტის დავაში.
ამრიგად, ექვსმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთ მავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებით და "ქართულ ოცნებას" "მწვანე შუქი" აუნთო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისკენ, ხოლო სამს გასხვავებული ხედვა აქვს. ეს მოსამართლეები არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გამოცხადდა.


