Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი – ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე:  ეს ოკუპაციის გაგრძელებაა

თავდაცვის მინისტრი – ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე:  ეს ოკუპაციის გაგრძელებაა

17/10/2023 13:46:43 თავდაცვა

"ეს არის ოკუპაციის გაგრძელება", – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუსეთის გეგმას, ააშენოს ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ფაქტი უკვე გაპროტესტებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და სხვა თეორიულად არსებული ყველა მექანიზმიც იქნება გამოყენებული.

„ოჩამჩირე, რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ გაჩერებულა 90-იან წლებში, არ შეჩერებულა 2008 წელს. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა უკანონო ქმედებას და, რა თქმა უნდა, ეს ქმედებაც იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული უკანონო ქმედება, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ და გავაპროტესტეთ უკვე. ამის გარდა, რა მექანიზმიც არსებობს თეორიულად ყველაფერს გამოვიყენებთ“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S