Accentnews.ge
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი": “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი": “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”

19/10/2023 09:20:50 კონფლიქტები

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუას საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

“ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით
  • გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;
  • ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება”.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S