Accentnews.ge
ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს სთხოვს, ელექტროენერგიის ტარიფი არ გაუძვიროს

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს სთხოვს, ელექტროენერგიის ტარიფი არ გაუძვიროს

19/10/2023 19:24:49 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს სთხოვს, ელექტროენერგიის ტარიფი არ გაუძვიროს, – იუწყება "რადიო თავისუფლება". გამოცემის ცნობით, მოახლოებული ზამთრის პირობებში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ელოდებიან. გადაუხდელობის შემთხვევაში კი - რუსეთიდან დენის მიწოდების შეზღუდვას. ამ თემას ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები სოციალურ ქსლებში აქტიურად განიხილავენ.

რუსულმა ენერგოკომპანიამ „ინტერ რაომ'' იმ ქვეყნებსა და მომხმარებლებს, რომლებიც ევრაზიის კავშირის ზონის მიღმა ცხოვრობენ, დოლარის კურსის ზრდის გამო დენის საფასური 7%-ით გაუზარდა. ჩამონათვალში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც შედის.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გაძვირებული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება მათაც ეხებათ.

„სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ნოვაკს. ამ დროისთვის ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ამასთან, შემიძლია, ვთქვა, რომ ტარიფები იგივე დონეზე დარჩა“, - განაცხადა აცამაზ კაბისოვმა.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში 1 კილოვატი ელექტროენერგია ახლა 3.36 რუბლი (9 თეთრზე ოდნავ მეტი) ღირს. რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია წელს ერთხელ უკვე გაუძვირა. იქ მცხოვრები ადამიანები ზაფხულში 3 რუბლს (8 თეთრს ) იხდიდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S