Accentnews.ge
მედია: ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

მედია: ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

23/10/2023 06:06:29 კავკასია, მსოფლიო

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს თეირანში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდებიან და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს განიხილავენ, - იუწყება Reuters ირანულ და რუსულ მედიაზე დაყრდნობით.

„ქვეყნებს სურთ, ისაუბრონ რეგიონულ საკითხებზე არარეგიონული და დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე", - აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Reuters წერს, რომ ეს არის აშკარა მინიშნება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, რომელთა ჩართულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებით გააღიზიანა მოსკოვი.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, რუსეთი თავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის მოთხოვნებმა და ყურადღების გადატანამ მისი გავლენის შესუსტება გამოიწვია.

ინფორმაციისთვის: ე.წ. 3+3 ანტიდასავლური პლატფორმა, რომლის ფორმატშიც მოლაპარაკებები პირველად 2021 წელს გამართა, რეალურად 3+2–ია, ვინაიდან საქართველომ იმთავითვე განაცხადა უარი მასში მონაწილეობაზე და არც ირანში აპირებს მისი წარმომადგენელი ჩასვლას.

მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთს საქართველოში შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმებაზე პროცესის გაგრძელება, მაგრამ ერევანმა ბაქოს შეახსენა, რომ ფორმატის შეცვლას არ აპირებს და რომ ბრიუსელში უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.

იხილეთ ასევე: საგარეო: ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S