Accentnews.ge
"ევროპული საქართველოს" ხედვა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის

"ევროპული საქართველოს" ხედვა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის

23/10/2023 09:09:00 კონფლიქტები

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და გიორგი ნონიაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ირაკლი ბებუას საქმეზე ბრიფინგი გამართეს.

როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, 3 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.

მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი არც ამ და არც სხვა შემთხვევებში (მგ. გიგა ოთხოზორიას მკვლელების დევნის საკითხი; ქრისტინე თაკალანძის გათავისუფლების საკითხი ; ზოგადად, გალში აპარტეიდული რეჟიმის გამკაცრება- ქართული სკოლების დახურვა) არ რეაგირებს.

„ამ საკითხების მხოლოდ ფორმალურად დაყენება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში სრულიად არაადეკვატური ნაბიჯია.

მე გთავაზობთ ევროპული საქართველოს ხედვას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ:

პირველი ეს არის “ტყვეთა გაცვლა”: ივანიშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად დააკარგინა ქვეყანას ეს ბერკეტი . ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსით იქნა გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ყველა პირი (შკლირნიკოვი,გევორქიანი, გალოგრე, აბდულაევი და სხვები.) ივანიშვილის რეჟიმს არ გამოუვლენია და არ დაუკავებია არცერთი რუსეთის ჯაშუში 2012 წლიდან დღემდე.

მეორე ეს არის, რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა :

საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთასორისო ტრიბუნის და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. (რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი პირების საკითხის პერმანენტულად დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან.)

ასევე, საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების განთავისუფლებამდე მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისთვის და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა და მეოთხე ელექტროენერგიის მიწოდებოს საკითხი:

დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთო წლიური მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტრო ენერგიაზე. ელექტროენერგიის 5%იანი დეფიციტის თურქეთიდან იმპორტით შევსება საქართველოს დაახლოვებით 40 მილიონი დოლარი დაუჯდება, რაც შესაძლებელს ხდის ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის გამოყენებას ზეწოლის ინსტრუმენტად“ - თქვა გიორგი ნონიაშვილმა

ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები არ იძლევა გარანტიას რომ ამოცანა მიღწეული იქნება, მაგრამ დღევანდელი რეჟიმის უმოქმედობა ნამდვილად არის ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუარესების გარანტია.გიგა ბოკერიას თქმით, არაა გარანტია, რომ ლეგიტიმური ნაბიჯები ისეთ რეჟიმებთან, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია აფხაზეთში, შედეგს მოიტანს, ოღონდ თუ ამ ნაბიჯებს არ დგამ ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, ეგ ნიშნავს, რომ მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.

„ერთია კონკრეტული ადამიანის ფუნდამენტური ინტერესი, ამ შემთხვევაში ბებუასი, რომელმაც პრინციპული პროტესტი გამოაცხადა და გენოციდის ზეიმისას დაწვა დროშა, ფორმალურადაც კი არანაირი ძალადობრივ დანაშაულში ბრალი არ ედება მას, კლასიკური გაგებით სინდისის პატიმარია, ამიტომ მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია ცალკე ეს შემთხვევაც.

ამას გარდა, მომავალში რომ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევები, მნიშვნელოვანია, გყავდეს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ფასს უჯენს ოკუპანტს და მტერს ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს, ხოლო ამ რეჟიმის პირობებში არანაირ ფასს არ იხდიან ისინი“ - თქვა გიგა ბოკერიამ

მისი თქმით, ეს არის კონცეფცია, რომელიც ივანიშვილსა და მის გარემოცვას თავიდანვე ჰქონდა - მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საჭიროა რუსეთთან პოლიტიკურად ამ ტიპის სტატუსკვოში ყოფნა, როცა პუტინიზმის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და გარეთ მათი ძალაუფლების შენარჩუნების ფაქტორია.

„გზავნილი, რომ ვითომ ისინი ლაგდებიან რუსეთთან, მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად, სინამდვილეში კი ეს დალაგება ნიშნავს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას კონკრეტული ადამიანების ბედით მაგალითად: ბებუა, ოთხოზორია და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის საკითხში წლების განმავლობაში არსებული ცვლილება. ეს კომპრომისი, რომელიც საქართველოს მოუწია დიდი ხნის წინ ოკუპაციის შედეგად გასაგებია, 1997 წლის შეთანხმებაა, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ესეც არაადეკვატურია, მაგრამ 60%-40%-ზე იყო შეთანხმება.

რას ვხედავთ ბოლო წლებში, ნელ-ნელა იძვრება ეს ბალანსი და დღეს 20%-ზე ნაკლებია საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის წილი, ხოლო ოკუპირებულის 80%ზე მეტი, ერთი წლის წინ იყო პერიოდიც, როცა თითქმის 100%-ზე იყო ასული.

ამაშიც კი ჩანს როგორ გვაზიანებს ამ რეჟიმის ეს ფარისევლური პოლიტიკა, რასაც ისინი აწარმოებენ. ეს საკითხი მკაფიოდ უნდა იქნას დასმული და ეს ინსტრუმენტიც უნდა გვქონდეს ყველა სხვა ინსტრუმენტთან ერთად, რაც დღეს იქნა ჩამოთვლილი“ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S