Accentnews.ge
აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში აღმოჩნდა

აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში აღმოჩნდა

24/10/2023 06:20:24 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა მინისტრ ლევ კვიციანიას ინფორმაციით, აფხაზი მებრძოლი უკრაინელების ტყვეობაში აღმოჩნდა.

"სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი პრეცედენტი ჩვენი მოქალაქე უკრაინელების ტყვეობაშია. ვახორციელებთ გარკვეულ სამუშაოებს მისი გათავისუფლებისთვის. ამ მიმართულებით დონბასში მყოფი ჩვენი ბიჭებიც მუშაობენ, თუმცა სამწუხაროდ, მსგავსი საკითხები სწრაფად ვერ წყდება. ჩვენთან მოსულები იყვნენ მისი ნათესავები, ისინი პრეზიდენტმაც მიიღო და დავპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მის გასათავისულფებლად" - განაცხადა კვიცინიამ, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ამასწინათ რუსეთის ახალ რეგიონებთან ურთიერთობაში "აფხაზეთის პრეზიდენტის სპეც წარმომადგენლად" დანიშნა.

ტყვედ ჩავარდნილის ვინაობა და მომხდარის გარემოებები არ საჯაროვდება.

ცნობისთვის: აფხაზი მებრძოლები უკრიანაში რუსეთის მხარეს მოხალისეთა ფორმირებების შემადგენლობაში იბრძვიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S