Accentnews.ge
ირაკლი შოთაძე: პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის

ირაკლი შოთაძე: პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის

24/10/2023 07:00:53 სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით, საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, რაც პროკურატურის კომპეტენცია არ არის. ასე უპასუხა მან კითხვას პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმეზე შესაძლო გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ამ შემთხვევაში საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე. კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია და არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია“, - აღნიშნა შოთაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით 2019 წელს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება.

კითხვაზე, შესაძლოა, რომ ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება:

"პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი და მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა".

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს:

„ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.

ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: როცა პრეზიდენტს ამოეწურება ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S