Accentnews.ge
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: "საქართველოსთან ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია"

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: "საქართველოსთან ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია"

13/12/2019 13:51:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსი გონჩარუკმა კიევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ალექსი გონჩარუკმა აღნიშნა, უკრაინა ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ უკრაინაში. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს. უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, გვქონოდა უფრო ინტენსიური კავშირი, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს და ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდოს ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური მიმართულებით ტრადიციულად“, – განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

როგორც ალექსი გონჩარუკმა აღნიშნა, უკრაინა საქართველოს საერთაშორისო არენაზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი საქართველოს საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, საერთო გამოწვევები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით გავუმკლავდებით აგრესორს და წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ქართულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ასეთი ნაბიჯები ჩვენს კავშირებს უფრო აძლიერებს. ასევე, მსურს, ყურადღება გავამახვილო ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ალექსი გონჩარუკმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის გაზრდაზეც ისაუბრა.

„უკვე ამოქმედდა მთავრობათაშორისი სავაჭრო კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის მინისტრი. მე მას უკვე მივეცი დავალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას ჩვენს ქვეყნებს შორის. ვფიქრობ, ამისათვის კარგი იქნებოდა ტრანსპორტის თვალსაზრისით ფოთი-ოდესის მიმართულებით განვითარება, განსაკუთებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ, ბელარუს და პოლონელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რათა დავაკავშიროთ შავი ზღვა და ბალტიის ზღვა. ძალიან საინტერესო იქნებოდა, უკვე ამ კონტექსტში აშენდეს დერეფანი კასპიის ზღვიდან – ბალტიის ზღვამდე, შავი ზღვის გავლით.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც საქართველო, ვაპირებთ ჩვენს საქმიანობას ევროინტეგრაციის გზაზე და აქ ბევრი სამუშაო გვაქვს თქვენთან ერთად. ჩვენ მზადება დავიწყეთ ასოცირების შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად 2021 წლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობები განვითარდეს. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ჩვენ ამ კუთხით წინ წავწევთ სტრატეგიას და ჩვენი ქვეყნების უფრო სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში.

ვფიქრობ, ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S