
აფზახური დელეგაცია ბელარუსში კუნსულტაციებს მართავს
27/10/2023 18:48:40 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაცია ბელარუსს ეწვია. აფხაზური მედია ვიზიტის მიზნად "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების გამართვას" ასახელებს.
მისივე ინფორმაციით, მინსკში დელეგაცია ბელარუსის მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბურაკმა მიიღო. დღესვე დაგეგმილია უწყებათაშორისი კონსულტაციებიც.
ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზური დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ბელარუსი პროფილური უწყებების ხელმძღვანელებთან "ორმხრივი დარგობრივი პროექტების შესათანხმებლად",
დღესვე დელეგაციის ხელმძღვანელი - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ბელარუსში რუსეთის ელჩმა ბორის გრიზლოვმა მიიღო.