Accentnews.ge
ცხინვალში "საქართველოსკენ გზის ეკონომიკურად გახსნის" თემაზე იმსჯელეს

ცხინვალში "საქართველოსკენ გზის ეკონომიკურად გახსნის" თემაზე იმსჯელეს

30/10/2023 07:03:10 კონფლიქტები

ცხინვალში "საქართველოსკენ გზის ეკონომიკურად გახსნის" თემაზე იმსჯელეს. ოსური "პარლამენტის" პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ინიციატივით ერთდროულად რამდენიმე დე ფაქტო დეპუტატი გამოვიდა, მათ შორის - ახლგორის წარმომადგენელი ზაზა დრიაევი, ასევე აცამაზ კასაევი, რომელმაც ამასწინათ ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი) "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" სხდომაზე განხილული საკითხები წამოსწია, კერძოდ, კოლეგებს ცხინვალის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანზიტის ინიციატივა გაახსენა და საყვედური გამოთქვა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე რეაქციის არარსებობის გამო.

«ვლადიკავკაზში გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. თუ დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და მსგავს საკითხებზე ჩვენი მონაწილეობის გარეშე მსჯელობენ, ჩვენი რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს», – განაცხადა "პარლამენტის" 27 ოქტომბრის სხდომაზე კასაევმა.

დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პეტრე გასიევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "გზის გახსნა - ეს მხოლოდ კერძო ინიციატივა იყო». "იგი საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გააჟღერა, რომელსაც შეუძლია, რაც უნდა, ის ილაპარაკოს, ვინც უნდა, ის მიიწვიოს შეხვედრებზე. ეს რომ სახელმწიფოების ოფიციალურ წარმომადგენლებს გაეჟღერებინათ, მაშინ, ცხადია, უნდა გვქონოდა რეაქცია», – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ზაზა დრიაევმა კოლეგებს გზის გახსნის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

«რატომ არ უნდა გაიხსნას საქართველოსკენ გზა? ჩვენ გვაქვს საბაჟო, სასაზღვრო სამმართველო... ეს საბიუჯეტო შემოსავალიც იქნება, რუსეთიდან შემოტანილზე უფრო იაფი პროდუქტებიც, რადგან დღეს ეს ყველაფერი სამი საბაჟოს გავლით შემოგვაქვს და თუ საწყისი ფას, მაგალითად, 20 რუბლია, ჩვენამდე ჩამოღწეული უკვე 200-250 რუბლი ღირს», – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S