Accentnews.ge
აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ბელარუს "კოლეგას" შეხვდა

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ბელარუს "კოლეგას" შეხვდა

30/10/2023 14:06:13 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიწინია ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვადიმ სინიავსკის და მის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ხუდოლეევს შეხვდა.

"შეხვედრებზე ორი ქვეყნის სამაშველო დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის არაერთი კონკრეტული საკითხი განიხილეს. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ქვედანაყოფების ორგანიზაციის სტრუქტურით, მათი საქმიანობის ტექნიკური და ტექნოლოგიური მხარდაჭერით, მოქმედი უწყებრივი სტანდარტებით, სპეციალისტების გადამზადებით, სპეციალური აღჭურვილობისა და აღჭურვილობის წარმოების საკითხებით დაინტერესდა", - აღნიშნულია შეხვედრის შესახებ აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ცნობაში.

როგორც იუწყებიან, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ბელარუსის სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზი მაშველებისა და მეხანძრეების გადამზადების საკითხს.

საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S