Accentnews.ge
სერგეი შამბა: "8 არაბი ლტოლვილი ენგურის ხიდით აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა"

სერგეი შამბა: "8 არაბი ლტოლვილი ენგურის ხიდით აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა"

01/11/2023 06:17:54 კონფლიქტები

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ვიტალი შარიას ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ენგურის ხიდზე 8 არაბი ლტოლვილის დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც შამბა აღნიშნავს, არაბები ოკუპირებულ რეგიონში შესვლას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ.

„არაბი ლტოლვილები, რადგან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, რუსმა მესაზღვრეებმა, რა თქმა უნდა, დააკავეს და ჩვენს ხელისუფლებას გადასცეს. კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მუხლი საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე, მაგრამ ლტოლვილების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი ზომები არ გამოგვიყენებია. შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მათი საქართველოში დაბრუნებაზე შეთანხმება“, - ციტირებს შამბას „ეხო კავკაზა“.

მედიაში გავრცელებული ცნობით, მათი ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი გერმანიაში გეგმავდა გამგზავრებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S