Accentnews.ge
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

01/11/2023 07:32:32 კონფლიქტები

31 ოქტომბერს შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში 115-ე შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა..

"მთავარი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება... დაკავება მოხდა ოსურ სოფელ გვირგვინასთან, რომელსაც ესაზღვრება ქართული სოფელი ტახტისძირი", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო, რიგით 115 -ე შეხვედრა შეხვედრა იმართება, რომელზეც ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S