Accentnews.ge
მინისტრი – პატიმრების გაქცევაზე: არაფერია საშიში, მსგავსი დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში

მინისტრი – პატიმრების გაქცევაზე: არაფერია საშიში, მსგავსი დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში

01/11/2023 14:50:38 სამართალი, საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება.

მისი თქმით, აკეთებენ ყველაფერს, რომ გაქცეული პატიმრები დააკავონ და ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

"ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, მიღებულია ყველა სახის ღონისძიება იმისთვის, რომ ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში. თუმცა, დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული. ასევე, თუკი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომელზეც", - განაცხადა მინისტრმა.

მან გაქცეულ პატიმრებს მოუწოდა, "გონს დროულად მოეგონ", უკან დაბრუნდნენ და შეიმსუბუქონ პასუხისმგებლობა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, "ავერსის" ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე გადაყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S