Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში პუტინს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს

ცხინვალის რეგიონში პუტინს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს

02/11/2023 06:45:02 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვლადიმირ პუტინს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. იდეის ავტორი და დამფინანსებელი თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ძამბულატ თედეევია, რომელმაც ძეგლი მშობლიურ სოფელი წორბისში საზეიმოდ გახსნა.

ღონისძიებაზე თედეევმა ჩრდილოეთ ოსეთის წარმოამდგენელი ახალგაზრდობაც მიიწვია და შეკრებილთ 2008 წლის მოვლენების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო მათში პუტინის როლთან ერთად.

ცნობისთვის: 2020 წელს იგივე თედეევი წორბისში იოსებ სტალინის ძეგლის გახსნის იდეით გამოდიოდა.

2011 წელს თედეევი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა, თუმცა მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირეს, რასაც ცხინვალში არეულობა მოჰყვა.

2017 წელს პუტინმა თედეევი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" მეორე ხარისხის მედლით დააჯილდოვა, ხოლო 2020 წელს - ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენით.

2022 წლის ქოტომბერში თედეევმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ამასწინათ ცხინვალის ახალ მიკრო რაიონში - "მოსკოვსკში", რომელიც მოსკოვის მერიამ 2008 წლის ომის შემდეგ გააშენა, ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩა გაჩნდა. გარდა ამისა, 2019 წელს პუტინის სახელი მიანიჭეს ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, რომელსაც მანამდე მოსკოვსკაია ერქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S