Accentnews.ge
აფხაზურ პარლამენტში პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" შესვლის საკითხის განხილვა გადაიდო

აფხაზურ პარლამენტში პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" შესვლის საკითხის განხილვა გადაიდო

02/11/2023 09:03:01 კონფლიქტები

აფხაზურ დე ფაქტო პარლამენტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის პუტინის "საკავშირო სახელმწიფოში" შესვლის საკითხზე 1 ნოემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა განხილვა გადაიდო.

დე ფაქტო პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებული კომიტეტის ე.წ. თავმჯდომარის ალხას ბარციცის განცახდებით, "შეხვედრა არ შედგა საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას არყოფნის გამო“.

„გვესმის სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა პლატფორმაზე, აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების თაობაზე დისკუსია. ამის საფუძველზე დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, მოეწვიათ შესაბამისი უწყება, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკითხათ, რაზეა საუბარი. ჩვენ გვესმის, რომ დღეს არსებობს რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო სახელმწიფო, მაგრამ არის თუ არა ეს ფორმა ჩვენთვის შესაფერისი - ჩვენი შიდა პროცესების, ჩვენი კონსტიტუციის სპეციფიკიდან გამომდინარე?... არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს მოსახლეობას და დეპუტატებს“, – განუცხადა ბარციცმა საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“.

ბარციცის თქმით, "შესაძლოა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ინალ არძინბას მონაწილეობით მომავალ კვირაში გაიმართოს".

ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთმა რუსეთს "სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დაუთმოს". 2022 წლის აგვისტოში მან აფხაზეთის სახელით "საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების მზადყოფნა" გამოთქვა. იდეას დაუღალავად ლობირებს კრემლის კადრი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც.

ოფიციალური თბილისი ამ თემაზე ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S