Accentnews.ge
რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლას დაფინანსების შემცირებით ცდილობს

რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლას დაფინანსების შემცირებით ცდილობს

02/11/2023 10:44:57 კონფლიქტები

რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლას დაფინანსების შემცირებით ცდილობს. კერძოდ, როგორც დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას მიერ გამართული თათაბირის შემდეგ გახდა ცნობილი, ოკუპირეული რეგიონის "სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში 2023-2025 წ.წ. დაფინანსება 4,05-ის ნაცვლად, 3,6 მლრდ რუბლით განისაზღვრება, ანუ 450 მლნ-ით (4.8 მლნ დოლარით) მცირდება.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს გადაწყვეტიეა "მთავრობათაშორისმა კომისიამ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის ექსპერტიზის შედეგად" მიიღო.

სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა ასევე, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის რუსი ინვესტორი 11 მლრდ რუბლს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ რეაბილიტაციით დაკავდება რუსეთის უშშრობის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის - რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანია «Инфраструктурное развитие».

ცნობისთვის: მოსკოვი ბოლო პერიოდში ღიად ლობირებს აფხაზეთის "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში" შეყვანას და აფხაზური საზოგდოების წინააღმდეგობის გათვალისწინები, ამ მიზნის მისაღწევად ოკუპირებულ რეგიონზე გავლენას ზრდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S