Accentnews.ge
პროკურატურა: პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა: პატიმრების გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარედგინა

03/11/2023 06:41:55 სამართალი

პროკურატურის განცხადებით, ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება თბილისში, ერთ-ერთი კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ნოემბერს, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფმა, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისში მდებარე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის მიზნით ექვსი მსჯავრდებული გადაიყვანა. ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

1 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბერს დააკავეს სამივე პატიმარი და ბადრაგი.

ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კლინიკა "ავერსიდან" გაქცეული სამი პატიმრის დაკავების გარემოებებზე ისაუბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S