Accentnews.ge
სტოლტენბერგი – ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს

სტოლტენბერგი – ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს

14/11/2023 09:38:53 კონფლიქტები, პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი საზღვაო ფლოტისთვის ალტერნატივას ეძებს, რაც უკრაინის მიღწევებზე მიუთითებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს რუსეთის განზრახვას, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის განტავსებასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს სეპარატისტული ტერიტორიები შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო ბაზის შესაქმნელად გამოიყენოს. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს წამსვლელია რუსეთი, რათა მიაღწიოს სამხედრო მიზნებს უკრაინაში, თუმცა ეს მიუთითებს იმასაც, რომ რუსეთი ფაქტობრივად გადასულია თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელებმა რეალურად მიაღწიეს წარმატებას ყირიმში საზღვაო ობიექტებზე თავდასხმებისას და, შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც ფაქტობრივად აჩვენებს იმ მიღწევებს, რასაც უკრაინელებმა რუსეთის საზღვაო ფლოტზე თავდასხმებით მიაღწიეს".

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S