სალომე სამადაშვილი: თუ შეცვლიან საარჩევნო ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან, ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას

21-11-2023 15:55:31 პოლიტიკა

თუ შეცვლიან საარჩევნო ბარიერს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს თვითონ მიითვისებს. საზოგადოებას რომ ესმოდეს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, თუ დაიწევა ან გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების თავიდან მოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რომ „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ამიტომ, თუ შეცვლიან ბარიერს ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას”, - განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, "დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული კოალიციით".

იხილეთ ასევე: "ქართულმა ოცნებამ" 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევა გადაიფიქრა.

პოლიტიკური გადაჯგუფება და გამოწვევები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები