Accentnews.ge
მირიამ ლექსმანი: გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირდაპირი პასუხისმგებლობაა

მირიამ ლექსმანი: გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირდაპირი პასუხისმგებლობაა

23/11/2023 06:14:29 კონფლიქტები, პოლიტიკა

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად.

მირიამ ლექსმანმა მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა:

"მე ფუნდამენტურად ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ეს საზარელი აქტი, როგორც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის, გატაცების, უკანონო დაკავების და წამების ყველა სხვა აქტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ეს არ მოხდებოდა, საქართველოს სუვერენული ტერიტორია რომ არ იყოს ოკუპირებული. ამიტომაც, ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა აგოს პასუხი, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციებით, მაგრამ რაც მთავარია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს უკანონო ოკუპაცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ რუსეთის და მისი მარიონეტული რეჟიმების ყველა ძალისხმევას ხელი შეუშალოს ამ მიზნებს".

ევროპარლამენტი 23 ნოემბერს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S