Accentnews.ge
დარსალია: ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გრძელდება და ამ საკითხზე რუსეთს კვლავ ცინიკური მიდგომა აქვს

დარსალია: ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გრძელდება და ამ საკითხზე რუსეთს კვლავ ცინიკური მიდგომა აქვს

06/12/2023 18:04:27 კონფლიქტები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია გრძელდება და ამ საკითხზე ამაზე რუსეთს კვლავ ცინიკური მიდგომა აქვს. ამის შესახებ დარსალიამ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ცალსახად გრძელდება მილიტარიზაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამაზე, როგორც ყოველთვის, პასუხი აქვთ, რომ ეს არის „სუვერენული“ გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის ან ცხინვალის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისევ ცინიკური მიდგომაა. ისრების გადატანის მცდელობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტრადიციული საკითხია, როდესაც ისინი თავის თავს ეძახიან მედიატორებს, ამბობენ, რომ მხარეები არიან საქართველო და თითქოსდა აფხაზეთი და ცხინვალი, თუმცა ყველასთვის ცხადია, საერთაშორისო სამართლისთვისაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ვალდებულებები, პირველ რიგში, აქვს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის 6-პუნქტიანი შეთახმებით, რომელიც არის ხელმოწერილი საქართველოსა და რუსეთის მიერ", – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლაშა დარსალიამ.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ფორმატების გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან მისი თქმით, "სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება კონფლიქტის მოგვარების საფუძველი, ხოლო ამ მხრივ საქართველოს პოზიციები მყარია":

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატები – ამაში ვგულისხმობ როგორც საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და ა.შ. დღეს იქნება თუ ხვალ, სწორედ საერთაშორისო სამართალი გახდება საფუძველი ამ კონფლიქტის მოგვარების და ამ მხრივ საქართველოს პოზიციები არის მყარზე მყარი“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S