
НАТО მომავალი 20 წლის განმავლობაში რუსეთთან ტოტალური ომის შესახებ გაფრთხილებით გამოდის
19/01/2024 12:42:09 მსოფლიო, ეს საინტერესოა
მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა მოემზადონ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში, – ამგვარი გაფრთხილებით NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანი გამოვიდა.
სანამ სამხედროები მზად არიან ომისთვის, კერძო პირები უნდა მოემზადონ კონფლიქტისთვის, რომელიც საჭიროებს დრამატულ ცვლილებებს მათ ცხოვრებაში, – თქვა ხუთშაბათს ადმირალმა რობ ბაუერმა.
თუ ომი დაიწყება, დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის მობილიზება იქნება საჭირო და მთავრობებმა უნდა შექმნან სისტემები პროცესის სამართავად, – განუცხადა ადმირალ ბაუერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მეთაურების შეხვედრის შემდეგ.
“უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ”, - აღნიშნა ბაუერმა.
- ადმირალი ბაუაერი – NATO უნდა მოემზადოს ეპოქისთვის, რომელშიც შეიძლება ველოდოთ მოულოდნელს, კერძოდ, ომს
ადმლ ბაუერმა, ჰოლანდიელმა საზღვაო ოფიცერმა, რომელიც ხელმძღვანელობს ნატოს სამხედრო კომიტეტს, შეაქო შვედეთი იმისთვის, რომ სთხოვდა მის ყველა მოქალაქეს, მოემზადებინათ ომისთვის, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება ალიანსს. სტოკჰოლმის გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოცხადდა ამ თვის დასაწყისში, გამოიწვია მოხალისეთა რაოდენობის ზრდა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში და გაიზარდა ბატარეაზე მომუშავე რადიოების გაყიდვები.
”ყველაფერი აქედან იწყება”, - თქვა ადმლ ბაუერმა და განაგრძო, "გაცნობიერებით, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება და ყველაფერი "შოკოლადში" არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში."
როგორც მედია აღნიშნავს, ნატოს 90 000-მდე ჯარისკაცი მომავალ კვირას დაიწყებს ბლოკის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს "ცივი ომის" შემდეგ. წვრთნები Steadfast Defender 2024 გაორმაგდა ზომით მას შემდეგ, რაც გამოცხადდა მის შესახებ გასულ წელს და აშკარად გამიზნულია რუსეთის თავდასხმისთვის ალიანსის მომზადებისთვის. დიდმა ბრიტანეთმა 20 000-მდე ჯარისკაცი, ასევე ტანკები, საარტილერიო და გამანადგურებელი თვითმფრინავები გაგზავნა წვრთნებზე, რომელიც ევროპის მასშტაბით მაისამდე გაგრძელდება.
მაგრამ ნატოს მაღალი თანამდებობის პირები, მედიის ცნობით, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ მთავრობები და იარაღის კერძო მწარმოებლები ჩამორჩებიან შიდა ფრონტზე მზადებას: იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი ამოიწურა უკრაინაში კონფლიქტის გამო და წარმოების ამჟამინდელი ტემპებით შევსებას წლები დასჭირდება.
”ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომზადებული ყველა ასპექტით,” - თქვა ადმლ ბაუერმა, „ჩვენ უნდა გვქონდეს სისტემა, რომ ვიპოვოთ მეტი ადამიანი, თუ საქმე ომს ეხება, მოხდება ეს [ომი] თუ არა. შემდეგ ვსაუბრობთ მობილიზაციაზე, რეზერვისტებზე თუ გაწვევაზე.
”თქვენ უნდა შეგეძლოთ, დაეყრდნოთ ინდუსტრიულ ბაზას, რომელსაც იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება საკმარისად სწრაფად შეუძლია, რათა კონფლიქტის გაგრძელება შეძლოთ, თუ მასში ხართ ჩართული.”
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021