Accentnews.ge
ბრიტანეთის არმიის სარდალმა მოქალაქეებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის

ბრიტანეთის არმიის სარდალმა მოქალაქეებს მოუწოდა, მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის

24/01/2024 19:59:50 მსოფლიო

სამი წლის განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა უნდა ჩამოაყალიბოს უფრო დიდი არმია 120 000 პერსონალი სამხედროსგან, რომელიც მოიცავს "სტრატეგიული რეზერვსაც". ეს ზომები აუცილებელია მოქალაქეების მოსამზადებლად რუსეთთან შესაძლო ომისთვის, განაცხადა ბრიტანეთის არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა.

გენერლის თქმით, შესაძლო ომში გამარჯვებისთვის აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შექმნის გარანტიას საზოგადოების საბრძოლო მზაობისა იმ მომენტისთვის, "როდესაც ეს აუცილებელი იქნება". ამისთვის კი, გენერლის თქმით, გონივრული იქნებოდა „ეროვნული მობილიზაციისთვის“ საფუძვლების ჩაყრა.

”უკრაინა მთელი თავისი სიმკაცრით აჩვენებს, რომ ომებს იწყებენ რეგულარული არმიები, მაგრამ იმარჯვებენ სამოქალაქო საბრძოლო ნაწილები”, - თქვა გენერალური შტაბის უფროსმა ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას – "ჩვენ გვჭირდება არმია, რომელსაც შეუძლია სწრაფი განლაგება, რათა მხარი დაუჭიროს პირველ ეშელონს, უზრუნელყოს რესურსებით მეორე ეშელონი, ასევე გაწვრთნას და აღჭურვოს სამოქალაქო არმია, რომელიც მას უნდა გაჰყვეს მას“.

როგორც The Times განმარტავს, სანდერსს, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს კოლეგებში, უახლოეს ექვს თვეში მოუწევს თანამდებობის დატოვება – სწორედ მისი გულწრფელობისთვის. როგორც ამბობენ, მან განარისხა პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი თავისი საჯარო შენიშვნებით და მას ფაქტობრივად აეკრძალა მედიასთან საუბარი მას შემდეგ, რაც გააკრიტიკა ბრიტანული არმიის 73000 ჯარისკაცამდე შემცირება, მიუთითა მისი დაფინანსების ნაკლებობაზე და მოდერნიზაციის წარუმატებლობაზე.

ბოლო პერიოდში ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება რუსეთთან შესალო ომისთვის მზადების აუცილებლობაზე. დეკემბერში ბრიტანეთის მთავარსარდალმა მოუწოდა, გაიხსენონ ჰიტლერის დრო და მოემზადონ პუტინთან ომისთვის. გარდა ამისა, ნიდერლანდების მთავარსარდალმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბელგიის არმიის შტაბის უფროსმა მოუწოდეს შესაძლო ომისთვის მოქალაქეების მენტალურად შემზადებისკენ.

იხილეთ ასევე: НАТО–მ მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა

2024 წლის დასაწყისში შვედეთის უზენაესმა მთავარსარდალმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა თანამოქალაქეებს ურჩიეს, მოემზადონ დიდი ომის საფრთხისთვის. 15 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლება განიხილავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსული თავდასხმის შესაძლებლობას ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში. 19 იანვარს ამ საკითხზე გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა ბორის პისტორიუსმაც ისაუბრა - მისი აზრით, დასავლეთს კიდევ 5-8 წელი აქვს სამხედრო შეტაკებამდე. ხოლო 22 იანვარს ნორვეგიის არმიის მთავარსარდალმა რუსეთთან ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ასევე: НАТО მომავალი 20 წლის განმავლობაში რუსეთთან ტოტალური ომის შესახებ გაფრთხილებით გამოდის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S