Accentnews.ge
11 მარტს მუსლიმთა წმინდა თვე, რამადანი დაიწყო

11 მარტს მუსლიმთა წმინდა თვე, რამადანი დაიწყო

11/03/2024 14:15:11 მულტიკულტურული საქართველო, საზოგადოება

11 მარტს მუსლიმთა წმინდა თვე, რამადანი დაიწყო.

მუსლიმური გადმოცემის თანახმად, ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გარდმოვლენა წინასწარმეტყველ მუჰამედზე და ალაჰმა მას მოციქულის მისია შთააგონა.

ამ თვის განმავალობაში მორწმუნეები მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე მარხულობენ, არ იღებენ საკვებს, სასმელს, არ აქვთ სასიყვარულო ურთიერთობა.

მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია ღვთისმსახურება, ქველმოქმედება, ადამიანების ვახშამზე მიპატიჟება.

ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ახალი მთვარე მხოლოდ 11 მარტს გამოჩნდა, რამადანის მარხვა 12 მარტს იწყება.

განსაკუთრებული სიტუაცია შეიქნა ირანში, სადაც რამადანის პერიოდში „ნავროზი“, ირანული კალენდრით ახალი წელი დგება, რასაც ფართოდ აღნიშნავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S