Accentnews.ge
სახალხო დამცველის აპარატი პარტია „ალტ – ინფოს“ გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას  შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი პარტია „ალტ – ინფოს“ გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას შეისწავლის

09/04/2024 07:53:59 პოლიტიკა

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი პარტია „ალტ – ინფოს“ გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას შეისწავლის.

„გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა”, - განაცხადა იოსელიანმა.

ამავე თემაზე: ჯაფარიძე – „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: "ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს, საშიში პრეცედენტია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S