Accentnews.ge
იუსტიციის მინიტრი განმარტავს, რატომ გაუქმდა პარტია „ალტ– ინფო“

იუსტიციის მინიტრი განმარტავს, რატომ გაუქმდა პარტია „ალტ– ინფო“

09/04/2024 12:21:13 სამართალი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ პარტია "ალტ–ინფო" გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაციის კანონიერება.

მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.

„აღნიშნული პოლიტიკური პარტიის [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაცია გაუქმდა. ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება. შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაცია გაეუქმებინა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება”.

ამვე თემაზე: სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი პარტია „ალტ – ინფოს“ გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას შეისწავლის.

ჯაფარიძე – „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: "ბიძინა პრორუსულ ველს ისუფთავებს, რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს, საშიში პრეცედენტია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S