Accentnews.ge
მოსკოვის პასუხი სალომე ზურაბიშვილს

მოსკოვის პასუხი სალომე ზურაბიშვილს

26/12/2019 06:42:36 საგარეო პოლიტიკა

მოსკოვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეა ე.წ. „ნორმანდიულის“ ტიპის მოლაპარაკებათა ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე „ყურთ მოთრეულად“ ეჩვენება. შესაბამის განცხადება რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ნოვიკოვმა გააკეთა.

„ეს პოზიცია საკმაოდ თავისებურად მე ჩვენება, რადგან ეს პრობლემები ეხება ორ ქვეყანას, უპირველესად, და მათი გადაწყვეტაც ამ ორი ქვეყნის საქმეა. თავად „ნორმანდიული ფორმატი“ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან მიმართებაში – ეს განსაკუთრებული სიტუაციაა, როდესაც, პირველ რიგში , მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და მეორეც – ამ რესპუბლიკების ტერიტორიებზე ჩატარდა რეფერენდუმები შესაბამის ტერიროტირიების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. [...] ეს ორი პრინციპულად განსხვავებული ისტორიაა, სრულიად განსხვავებული სიტუაციები და მეჩვენება, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებაში „ნორმანდიულ ფორმატზე“ საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ყურითაა მოთრეული“.

ცნობისთვის: 24 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში შემდეგი განაცხადა: "თუ საშუალება იქნება, რომ იყოს "ნორმანდიის" ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად იქნება [მისასალმებელია]".

იხილეთ ასევე: რა დგას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნაწილობრივ დაზუსტებული, თუმცა კვლავ გაურკვეველი ინიციატივის უკან

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S