Accentnews.ge
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" იურისტი განმარტავს, რატომ არის ჩინური კომპანია "საშინელი" და რატომ არ მიიღეს დასავლურმა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" იურისტი განმარტავს, რატომ არის ჩინური კომპანია "საშინელი" და რატომ არ მიიღეს დასავლურმა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა

30/05/2024 15:06:46 ეკონომიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" იურისტი ტედ ჯონასი ჩინურ კომპანიას, რომელსაც საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ანდო, "საშინელს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "მისი ორი ფილიალი სანქცირებულია".

"ჩინური კომპანიის ორი ფილიალი სანქცირებულია, როგორც სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილი, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ თვალთვალში. ეს საშინელი კომპანიაა და საქართველომ ამ კომპანიასთან ბიზნესი არ უნდა აკეთოს. თუმცა რეალობა ისაა, რომ არც ერთი დასავლური ბანკი, არც ერთი ფინანსური ინსტიტუცია არ შეეხება პროექტს, რომელიც დაკავშირებულია სანქცირებულ კომპანიებთან. საიდან უნდა მოიტანოს საქართველოს მთავრობამ 310 მლნ აშშ დოლარი პროექტის პირველი ფაზისთვის, რაც 51%–იან წილს შეესაბამება?! დანარჩენი ფული კი თავად კომპანიიდან ან ჩინეთის მთავრობიდან უნდა წამოვიდეს", – განაცხადა მან "ფორმულას" ეთერში.

ამასთან, ჯონასი განმარტავს, რატომ არ მიიღეს დასავლურმა კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობა:

"ტენდერის პირობები საშინელი იყო, ამიტომაც დასავლურმა კომპანიებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. 51%–იანი წილის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება მიუღებელი პირობაა, რადგან მეორე მხარეს ისეთი მთავრობაა, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ანაკლიის პროექტზე ორი საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. დასავლური კომპანიები სადავო პროექტში ინვესტიციებს არ განახორციელებენ. მხოლოდ ჩინელი და რუსი ინვესტორები შეიძლება, მოიძებნონ, რომელთაც ეს არ აღელვებთ".

29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ჩინური კომპანია ააშენებს.

"2023 წლის სექტემბრისთვის უკვე შერჩეული გვყავდა ორი კვალიფიციური კომპანია – ჩინური კონსორციუმი და "თიაიელი" – ლუქსემბურგული კომპანია. ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა დეტალური წინადადებების მიღების პროცესზე. [...] ორივე პრეტენდენტთან გვქონდა დეტალური კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან, ამ შემთხვევაში აპლიკაცია სრულყოფილია, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები, აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც გამოვაცხადებთ გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს და დავიწყებთ უკვე მოლაპარაკებებს საპარტნიორო შეთანხმების შესახებ", – განაცხადა მინისტრმა.

2020 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან, მისი ცნობით, კონსორციუმმა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.

ამავე თემაზე: რა ვიცით ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ანაკლიის პორტის აშენებას ანდობენ.

ეკონომიკის სამინისტრო: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.

NATO – ანაკლიაზე: ჩინეთი დიდი ხანია, ცდილობს გავლენა ჰქონდეს მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

სახდეპი – ანაკლიაზე: ჩინეთის სუბიექტებთან ბიზნესის წარმოებისას გააზრებული უნდა იყოს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S