Accentnews.ge
საელჩო: ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს

საელჩო: ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს

10/06/2024 07:09:44 კონფლიქტები

ბრიტანეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს,– წერს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე.

"დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში," - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით, "ექს–პრეზიდენტ" ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია, მესამე – კი "კომუნისტური პარტიაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S