Accentnews.ge
ფარულავა: ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და თბილისს მკაფიო პოზიცია არ გააჩნია

ფარულავა: ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და თბილისს მკაფიო პოზიცია არ გააჩნია

10/06/2024 07:56:27 კონფლიქტები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ეჭვქვეშ აყენებს.

კერძოდ, ის ამბობს, რომ ჩინეთის დელეგაცია მოლაპარაკებებში იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან ცხინვალში, ხოლო თბილისს ამაზე პოზიცია არ გააჩნია.

„ჩინეთს როგორ შეიძლება უწოდო სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ჩინური კომპანიები, ჩინეთის დელეგაცია იმყოფება საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებში ცხინვალში და ამავდროულად, თბილისს მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის სწორედ ივანიშვილის მტრული, მოღალატეობრივი პოზიცია და მთლიანად „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ინტერესებს ძირს უთხრის, ძირს უთხრის დემოკრატიას და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

იხილეთ ასევე: "გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S