
კოლომინა: NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული "არჩევნების" ლეგიტიმურობას
11/06/2024 08:06:44 კონფლიქტები, პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმიანება.
„NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.