Accentnews.ge
ოდიშარია: საქართველოში არავის აუკრძალავს, რომ გინებაზე მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს

ოდიშარია: საქართველოში არავის აუკრძალავს, რომ გინებაზე მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს

14/06/2024 15:37:14 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ სუპერმარკეტში "რუსი მონა" შეკვეთით უწოდეს. აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას "რუსი მონა" დაუძახა. შემდეგ მას 3 ადამიანი დაესხა თავს. პაპაშვილის თქმით, მას ზურგისა და თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული.

„ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს ღამის თორმეტის ნახევარზე კრწანისში, სუპერმარკეტში?!“ – ამბობს ოდიშარია.

ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, მისი დავალებით სცემეს თუ არა ბექა პაპაშვილი. საპასუხოდ დეპუტატმა თქვა, რომ აქტივისტმა დაიმსახურა ის, რაც მიიღო.

„სისულელეებს ნუ მეკითხებით. საერთოდ დაიმახსოვროს ყველამ, რომ საქართველოში გინებაზე, მით უმეტეს, დედის გინებაზე, ჯერჯერობით არავის აუკრძალავს ის, რომ მიიღოს ისეთი პასუხი, როგორიც უნდა მიიღოს… ერთჯერადი მოხმარების რომ ხარ, იმსახურებ იმას, რომ ასეთი ეპითეტით გაგისწორდნენ“, – აცხადებს ოდიშარია.

ამასთან, ოდიშარიას მტკიცებით, პაპაშვილი „მომწამვლელი გაზით“ იყო ჩასაფრებული და ეს ყველაფერი კამერებზეა ასახული:

„ის უსაფრდება პოლიტიკოსს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შურისძიების მიზნით, ამაზე პასუხს რომ გამცემს, მერე მიიღებს პასუხს ყველაფერზე“.

„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს. მმართველ გუნდში ამ აქტივობას "ბულინგს და "ტერორს" უწოდებენ.

პარალელურად, გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა დევნა, მათზე ფიზიკური ძალადობა და ამ დრომდე არც ერთ შემთხვევაზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

იხილეთ ასევე:

დეპუტატი, რომელიც ქალებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა, მის "წამოცდენას" "საკმაოდ დამონტაჟებულს" უწოდებს

ბექა ოდიშარია პარლამენტში ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ გამოსვლებს აგრძელებს

ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული აღარ არის

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S