Accentnews.ge
ორბანი მოსკოვში ჩავიდა

ორბანი მოსკოვში ჩავიდა

05/07/2024 10:29:21 ევროპა

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა,– იტყობნება უნგრული MTI.

"სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება". - ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს.

ინფორმაცია ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ 4 ივლისს გავრცელდა.

მანამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S