ორბანი: მალე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა გახდება ევროპაში, რომელსაც ყველა მხარესთან შეუძლია საუბარი

05-07-2024 17:54:46 ევროპა

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე თქვა, რომ უნგრეთი ხდება ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარესთან საუბარი შეუძლია. მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს მოსკოვში.

"მსურს, ვიცოდე თქვენი პოზიცია ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი შეუძლიათ, სწრაფად მცირდება. როგორც ჩანს, მალე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა გახდება ევროპაში, რომელსაც ყველა მხარესთან შეუძლია საუბარი", - თქვა ორბანმა.

"რა თქმა უნდა, მზად ვარ, თქვენთან ერთად განვიხილო დეტალები ამ საკითხთან [უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირების] დაკავშირებით და იმედი მაქვს, შემატყობინებთ თქვენს და თქვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციას",– უპასუხა პუტინმა.

იხილეთ ასევე: ორბანი პუტინთან "მშვიდობის მისიის გასაგრძელებლად" ჩავიდა, EU–დან კი შეახსენეს, რომ ის არ წარმოადგენს ევროკავშირს

კიევი: მოსკოვში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უნგრულმა მხარემ უკრაინასთან შეთანხმებისა და მასთან კოორდინაციის გარეშე მიიღო

Новости

Другие новости