Accentnews.ge
ვინ აიძულა შოთაძეს გადადგომა – გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეხვედრის დეტალებს იხსენებს

ვინ აიძულა შოთაძეს გადადგომა – გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეხვედრის დეტალებს იხსენებს

17/01/2020 10:36:46 პოლიტიკა

იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდი გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომას „ღირსეულ ნაბიჯად“ აფასებს და ამ პოზიციაზე მის შესაძლო დაბრუნებას მიესალმება, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი 2018 წლის 31 მაისს, შოთაძის გადადგომის დღეს, უშუალოდ გადადგომამდე უმრავლესობის შეხვედრას იხსენებს.

მისი თქმით, შოთაძეს არ სურდა გადადგომა, არც ივანიშვილს ჰქონდა მსგავსი პოზიცია, თუმცა მსგავსი აუცილებლობის შესახებ პარტიის თავმჯდომარესთან „სიგნალი“ უმრავლესობის გუნდის წევრებისგან წავიდა და ამ პოზიციას მხარს უჭერდნენ მათ შორის ის დეპუტატები, რომლებიც დღეს შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას მიესალმებიან.

„მახსოვს დღე, როდესაც ჩვენ ქუთაისში [31 მაისს, როდესაც შოთაძე თანამდებობოდან გადადგა] უმრავლესობის ფორმატში ვიყავით შეკრებილები. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ შოთაძე უნდა გადამდგარიყო. და არა იმიტომ, რომ ხორავას საქმეს ვერ გაართვა თავი, არამედ მის მიმართ იყო კითხვები: მისი უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ, მისი წარსული, როგორც ადეიშვილის [იუსტიციის ყოფილი მინისტრის] და კეზერაშვილის [თავდაცვის ყოფილი მინისტრი] ყოფილი „ლეკვის“ მიმართ და ფუნდამენტურ „ოცნებაში“, (არა პორტირებულებში, არამედ ვისაც ბევრი აქვს გაცემული, რათა რეჟიმი დამთავრებულიყო) არ სიამოვნებდათ, რომ ადეიშვილის და კეზერაშვილის „ხელის ბიჭი“ შემდეგ მათი გენერალური პროკურორი გახდა იმიტომ, რომ ვთქვათ, ითხოვა ივანიშვილმა.

ვიყავით კობახიძის ოთახში დაახლოებით 30 ადამიანი. ვინც იქ არ იყო, „ფეისბუქ“–პოსტებს დებდნენ, რომ შოთაძე უნდა გადამდგარიყო. დღეს ვინც გამოდის შოთაძის მხარდასაჭერად – პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე–სპიკერი...ეს ადამიანები შოთაძის წინააღმდეგ იყვნენ. როდესაც წავიდა გზავნილი პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილმა გაიგო, რომ პარტიაში გაჩნდა გზავნილი, „შოთაძე უნდა გადადგეს“ და საკითხი დადგა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია (ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არ ვენდობოდით პროკურატურას), გაბრაზებული ივანიშვილი ამის მერე ავალებს მთავრობის წევრებს და გამოდიან მთავრობის წევრები და ამბობენ, რომ „შოთაძე წავიდა ღირსეულად“,– იხსენებს გოგიჩაიშვილი "ტვ პირველის" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S