Accentnews.ge
ვაშინგტონში დღეს NATO-ს სამიტი იწყება

ვაშინგტონში დღეს NATO-ს სამიტი იწყება

09/07/2024 05:26:28 მსოფლიო

ვაშინგტონში დღეს NATO-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის ლიდერების შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი საკითხი უკრაინა იქნება.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის ფინანსურ დაპირებაზე და იგი ასევე ელის უკრაინისთვის უფრო მყისიერ სამხედრო დახმარებას და უსაფრთხოების საკითხზე მეტ ორმხრივ შეთანხმებებს.

მისი თქმით, სამიტის თემები ასევე იქნება შეკავება და თავდაცვა და გლობალური პარტნიორობა.

გენერალურმა მდივანმა სამიტზე მიიწვია ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და კორეის რესპუბლიკის ლიდერები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მათ შორის უკრაინის, კიბერ და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერაზე.

NATO-ს სამიტზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S