
სალომე სამადაშვილი – "ოცნებაზე": ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ
19/07/2024 11:20:21 ციტატა
"სამარცხვინოა ეს ხელისუფლება, რომელიც დადის და ხალხს ეუბნება, რომ თურმე, 60% აქვს მხარდაჭერა. ამ დროს თვითონ იციან, რომ აღარავინ აპირებს მათთვის ხმის მიცემას და ახლა გადასული არიან იმაზე, რომ ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ გამოივაჭრონ რამდენიმე ათასი ხმა. ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია, რეალურად, ელექტორალურად. ერთი რამ შემიძლია ვთქვა - რა თქმა უნდა, ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე აქვს საერთო ჰუმანურობასთან "რუსულ რეჟიმს", რომელიც ქართველ ახალგაზრდებს პარლამენტის გარშემო, ქუჩა-ქუჩა დასდევდა და უმოწყალოდ სცემდა, მე მგონი, ყველას ესმის, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე - დაუნდობელ "რუსულ რეჟიმთან", - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამავე თემაზე: მამუკა მდინარაძე განმარტავს, რის საფუძველზე შეიძლება, შეიცვალოს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021