ბლინკენის თანაშემწის მოადგილე: როდესაც ამტკიცებ, "გლობალური ომის პარტია" არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა

25-07-2024 10:32:47 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში იური კიმი აცხადებს, რომ ყალბი ინფორმაციაა მტკიცება, რომლის თანახმად, გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს.

მისივე თქმით, "არ შეიძლება, განაცხადო, რომ გსურს მომავალი ევროპაში და აშშ-სთან მყარი ურთიერთობები და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის, რაც რუსეთს სურს".

"როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა. როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა. არ შეიძლება განაცხადო, რომ შენ შენს ხალხს წარმოადგენ, გსურს მომავალი ევროპაში და აშშ-სთან მყარი ურთიერთობები და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს. ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, – განაცხადა, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს ცნობით, კიმმა.

ცნობისთვის: დასავლელი ლიდერები "გლობალურ ომის პარტიას" "კრემლის ნარატივს" უწოდებენ. თავად კობახიძე "გლობალურ ომის პარტიაზე" საუბრის მიზეზად "დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაზიანების თავიდან არიდებას" ასახელებს.

15 ივლისს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრეს–პიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ "არც კი იცის ეს [ "გლობალური ომის პარტია"] რას ნიშნავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები