რაზე შეთანხმდნენ გახარია და ალიევი

22-01-2020 20:20:44 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე – ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.

„მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს. პრემიერ-მინისტრი გახარია და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება“ ,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, მხარეები შეეხნენ თუ არა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დაუდგენელ მონაკვეთს, რომელიც პერიოდულად ხდება მღელვარების საფუძველი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები