01-08-2024 23:15:54 პოლიტიკა
აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს. შესაბამისი განცხადება, "Europa Press"–ის ცნობით, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს–სპიკერმა პიტერ სტანომ გააკეთა.
"ჩვენთან საუბრისას სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”. მისი თქმით, სადავო კანონის ძალაში შესვლა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმული ნაბიჯია", – იტყობინება "Europa Press".
“[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხს განვიხილავთ", - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის სამშვიდობო ფონდის” ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო უკვე გაყინა".