Accentnews.ge
შოლცი: გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებით რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

შოლცი: გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებით რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

02/08/2024 06:15:32 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის და ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს კიოლნის აეროპორტში დახვდა. ისინი კიოლნში თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან 2 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ ჩავიდნენ.

თვითმფრინავის დაშვებამდე შოლცმა აეროპორტში პრეს–კონფერენცია გამართა. გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან.

შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის იოლი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება და რუსეთისთვის გადაცემა.

"გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებით რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას", – განაცხადა შოლცმა.

რუსეთისთვის პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გადაცემულ პირებს შორის აღმოჩნდა ვადიმ კრასიკოვიც – ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც გერმანიაში იხდიდა სასჯელს.

ამავე თემაზე: "მტკივნეულია, მაგრამ სხვებს გადაარჩენენ" – რას ამბობს ზელიმხან ხანგოშვილის ძმა მკვლელის გათავისუფლების შემდეგ.

ხანგოშვილის მკვლელი პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S