დე ფაქტო მინისტრი: „რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი ქმედება არ შელახავს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს"

06-08-2024 18:26:16 კონფლიქტები ,ციტატა

„რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი ქმედება არ შელახავს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. ჩვენი რუსი კოლეგები გვაღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამაზე საუბრობენ რუსეთში და ჩვენ ამით ვხელმძღვანელობთ“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმა რუსეთისა და საქართველოს პოზიციების დაახლოებაზე საუბრისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები