Accentnews.ge
პავილიონისი: "რუსეთი უკვე თბილისშია ქართული კოშმარის სახით"

პავილიონისი: "რუსეთი უკვე თბილისშია ქართული კოშმარის სახით"

16/08/2024 08:36:22 ციტატა

"ნათელია, რომ "ქართული ოცნება", იგივე "ქართული კოშმარი" კრემლის პროპაგანდისტული იარაღია. ისინი არ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. მათი განცხადებები რაც აქამდე მომისმენია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ, არის კრემლის პროპაგანდისტული გზავნილები. მათი განცხადებები 2008 წლის ომის შესახებაც კრემლის პროპაგანდაა. რუსეთს უნდა თქვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამისთვის ყველაზე მარტივი გზა არის მთავრობის ოკუპაცია. რუსეთი უკვე თბილისშია, ქართული კოშმარის სახით იმიტომ, რომ მათ უნდათ შავი ზღვის სანაპირო. უკრაინამ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და მათ სჭირდებათ თქვენი სანაპირო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოონ. კრემლისთვის ქართველები არაფერს წარმოადგენენ, მათ უბრალოდ შავ ზღვაზე უნდათ გასვლა ამიტომ, სევდიანია იმის ყურება, რომ ქვეყანა, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო რუსული აგრესიის, ახლა კრემლის კორიდორად გადაიქცა. "ქართული ოცნება" ყველაფერს ათეთრებს, რასაც კრემლი აკეთებს, ისეთ ინტერპრეტაციას აკეთებენ, რომ ხალხს კრემლი შეუყვარდეს. ერთადერთი, ვინც ახლა საქართველოსთვის იბრძვის - უკრაინაა. სანამ უკრაინა იბრძვის, რუსეთს არ აქვს საქართველოს ოკუპაციის საშუალება", -ამის შესახებ ლიეტუვას სეიმის ვიცე– სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

ამავე თემაზე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა.

გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S