Accentnews.ge
ხაბეიშვილი ბრალდების საპასუხოდ კოლეგებს კალაძის გამონათქვამებს ახსენებს

ხაბეიშვილი ბრალდების საპასუხოდ კოლეგებს კალაძის გამონათქვამებს ახსენებს

27/01/2020 09:33:05 პოლიტიკა

24 იანვარს საკრებულოში მომხდარ იციდენტთან დაკავშირებით უშუალოდ ინციდენტის ფიგურანტები და საკრებულოს სხვა წევრები „ქართული ოცნებიდან“, ამბობენ, რომ რაც მოხდა, ცუდია, თუმცა ეს იყო პასუხი პირად შეურაცხყოფაზე. საპასუხოდ ლევან ხაბეიშვილი იხსენებს მის წინააღმდეგ გამოყენებულ გამონათქვამებს, მათ შორი დედაქალაქის მერ კახა კალაძის მიერ და სვამს კითხვას, აძლევს თუ არა ეს მას უფლებას კალაძეს „თავ–ყბა დაუნგრიოს“.

„ამბობენ, ორი წელია, ვერ გავაჩუმეთ და ჩვენ მისი რიტორიკა არ მოგვწონსო, კორუფციაში როგორ გვამხელს, ნაძირლებს როგორ გვეძახის, პირადი შეურაცხყოფა მოგვაყენაო. აქვე მინდა, შეგახსენოთ, კახი კალაძემ, როდესაც პირველად მოვიდა საკრებულოში, ასეთი რამე მითხრა, „ხაბეიშვილო, ნაძვის ხეზე უნდა დაგკიდოო“; შემდეგ გახსოვთ მისი საჯარო განცხადება, „მთაწმინდიდან გამოექანოს ხაბეიშვილიო...“; შემდეგ საკრებულოში მოვედი, „გლდანში რომ გადათხარეთ და ამდენი ხანი სამუშაოები არ მიმდინარეობს, რა ხდებათქო“, და „ბიჭო, შენ ფარჩაკი ხარო“. ამის შემდეგ იყო, ჟურნალისტს უთხრა, „ნაძვის ხის სიგრძე და სიგანე გეყოფათო“, – გაიკეთეთ ერთ ადგილასო, ამ ლექსიკით საუბრობს მერი. მე საკრებულოს ყველა სხდომაზე ვსაუბრობ ფაქტებზე, კორუფციაზე. ისინი კი რას ამბობენ? მაგალითად ზარქუა, ცალ–ცალი კალოშით რომ მოვიდა და მერიამ მის სიდედრს ნახევარი მილიონის ქონება 1 ლარად დაუმტკიცა, ამბობს, „ხაბეიშვილი არის ბოლივუდის მსახიობი, მასხარა, კლოუნი“. ეს არ არის პირადი შეურაცხყოფა? და ეს მაძლევს საშუალებას, კალაძეს თავ–ყბა დავუნგრიო, პირ–სახე გავუსწორო? ესაა პოლიტიკა? მე ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა და ყველა სიტყვა, რასაც მათ წინააღმდეგ ვიყენებ, არის ის სიტყვა, რასაც ისინი იყენებენ ჩემს წინააღმდეგ“.

ცნობისთვის: 24 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული. ხაბეიშვილი ამჟამად საქმის გამოძიების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, ვინაიდან მის ორგანიზატორად დედაქალაქის მერსა და შს მინისტრს ასახელებს, თუმცა ფიქრობს, რომ მასალეგი გროვდება და მას შემდეგი ხელისუფლება გამოიძიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S